Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ დაუშვილი - „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ „ქართული ოცნების“ კანონპროექტი რისკებს შეიცავს


კარგი კანონიც ვერ უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციას - სისტემურ მიდგომაზე მიუთითა ვენეციის კომისიამ, რაც გულისხმობს ძირეული რეფორმების გატარებას სასამართლო, სამართალდამცავი, საარჩევნო და ანტიკორუფციული მიმართულებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ კანონპროექტი რისკებს შეიცავს.

„ვენეციის კომისიამ ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ „დეოლოგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, რომელსაც „ოცნება“ გვთავაზობს, ქმნის ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს. ჩვენი პოზიცია თავიდანვე იყო ის, რომ ეს კანონი, სულ რომ კარგი კანონი მიგვეღო, ვერ უზრუნველყოფდა დეოლიგარქიზაციას. ამას სჭირდება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, დამოუკიდებელი სამართალდამცავი სისტემა, ანტიკორუფციული და საარჩევნო სისტემები. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციას, სწორედ ეს არის სისტემური მიდგომა. სწორედ სისტემურ მიდგომაზე მიუთითა ვენეციის კომისიამ, რაც იქნება ძირეული რეფორმების გატარება სასამართლო, სამართალდამცავი, საარჩევნო და ანტიკორუფციული მიმართულებით,“ - განაცხადა დაუშვილმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...