თეთრი სახლი არ ეთანხმება სი ძინპინს, რომ ჩინეთს უკრაინის ომში მიუკერძოებელი პოზიცია უჭირავს
თეთრი სახლი არ ეთანხმება ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მიერ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას, რომ ჩინეთს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით „მიუკერძოებელი და ობიექტური პოზიცია“ უჭირავს.
„არ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია გონივრულად შეხედო ჩინეთს, როგორც მიუკერძოებელს,” – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ.
ცნობისათვის, გუშინ, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჩინეთს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით „მიუკერძოებელი და ობიექტური პოზიცია“ უჭირავს.
პალიტრა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.