ახლობლები 27 წლის ილია ფუტკარაძეს ეძებენ
ახლობლები 27 წლის ილია ფუტკარაძეს ეძებენ. ოჯახის ახლობელი მამუკა სულაქველიძე ჟურნალისტებს ეუბნება, რომ ახალგაზრდა კაცი 17 მარტის შემდეგ არ უნახავთ. მედიასაშუალებების ინფორმაციით, ის ტყიბულში ცხოვრობდა.
"ტელეფონი გამორთულია, ნივთები, რაც მას გააჩნდა, სახლშია, ლეპტოპიც. თან წაღებული არაფერი არ აქვს... რამდენადაც მე ვიცი, პოლიციას უკვე დაწყებული აქვს ამ საქმეზე მუშაობა. გაუჩინარებამდე კომუნიკაცია ჰქონდა მეგობრებთან... თვითონ არ იყო კონფლიქტური ახალგაზრდა, სამუშაოს დაწყების პრობლემა ჰქონდა, მაგრამ არა მგონია ეს იყოს მიზეზი", - თქვა მამუკა სულაქველიძემ.
მისი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყებიდან პასუხის მიღების შემდეგ მასალა განახლდება.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.