Jump to content
Planeta.Ge

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი შვიდეულის სამიტზე მიიწვია


იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი შვიდეულის სამიტზე მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

იაპონიის მთავრობის მეთაურისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა კიევში შედგა. მედიის ცნობით, მოლაპარაკებების შემდეგ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ მან ფუმიო კიშიდასგან ჰიროსიმაში დაგეგმილ დიდი შვიდეულის სამიტზე მიპატიჟება მიიღო და ის სამიტს დისტანციურად შეუერთდება.

ზელენსკიმ და კიშიდამ ერთობლივი ბრიფინგიც გამართეს. უკრაინის პრეზიდენტმა იაპონიის მთავრობის მეთაურს „საერთაშორისო წესრიგის მტკიცე დამცველი და უკრაინის ნამდვილი მეგობარი უწოდა“.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა დღეს უკრაინაში ყოფნისას მოინახულა ქალაქი ბუჩა და რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მისი თქმით, ბუჩაში ყოფნის დროს ის „ძლიერ ბრაზს გრძნობს ამ ქალაქში ჩადენილი ძალადობის გამო“.

„მსოფლიო შოკირებული იყო, როდესაც ერთი წლის წინ ბუჩაში უდანაშაულო ადამიანები მოკლეს“, – განაცხადა ფუმიო კიშიდამ.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...