„სიენენი“ - აშშ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს
აშშ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
როგორ ტელეკომპანიას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განუცხადეს, 65 უკრაინელი ჯარისკაცი „პეტრიოტის“ სისტემებით ოპერირების შესწავლის კურსს უახლოეს დღეებში დაასრულებს. ამის შემდეგ კი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები დამატებით ტრენინგებს ევროპაში გაივლიან.
როგორც „სიენენი“ წერს, უკრაინელმა ჯარისკაცებმა საკმაოდ სწრაფად შეძლეს „პეტრიოტის“ სისტემების მართვისა და გამოყენების ათვისება. ისინი სასწავლო კურსს, ათი კვირის ნაცვლად, რვა კვირაში ასრულებენ.
მედიასაშუალების ცნობით, „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემების უკრაინაში გამოყენებას სამხედროები რამდენიმე კვირაში შეძლებენ.
„სიენენის“ ინფორმაციით, აშშ ასევე დააჩქარებს უკრაინისთვის „აბრამსის“ ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემის პროცესსაც.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.