იენს სტოლტენბერგის ანგარიში - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე
ნატოს წევრები ერთგულები რჩებიან, საბოლოო ჯამში მხარი დაუჭირონ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის წლიურ ანგარიშში არის ნათქვამი.
“მოკავშირეები ერთგულები რჩებიან, საბოლოო ჯამში მხარი დაუჭირონ ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა 2022 წლის მადრიდის სამიტზე”, - წერია ანგარიშში.
ნატოს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ აპრილში მოკავშირეები ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების გაზრდაზე შეთანხმდნენ, რათა მათ თავიანთი ინსტიტუტებისა და მდგრადობის გაძლიერებაში დაეხმარონ, ისევე როგორც შესაძლებლობების განვითარებაში და თავიანთი პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაცვაში.
ანგარიში საქართველოს “ნატოს ერთ-ერთ უახლოეს მოკავშირედ” მოიხსენიებს, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის.
“დროთა განმავლობაში პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო სპექტრმა მხარი დაუჭირა საქართველოს რეფორმების ძალისხმევას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მის მიზანს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე”, - წერია ანგარიშში.
palitra
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.