Jump to content
Planeta.Ge

"ხვიჩა რომ დაინახა, გიორგის ცრემლები წამოუვიდა..." - როგორ აუხდინა "კვარამ" ოცნება მის პატარა გულშემატკივარს, რომელიც უმძიმეს დაავადებას ებრძვის


სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­სა და იტა­ლი­უ­რი "ნა­პო­ლის" ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი პა­ტა­რე­ბის­თვის უსაყ­ვარ­ლეს ფეხ­ბურ­თე­ლად იქცა. მის გულ­მხურ­ვა­ლე გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა შო­რის 14 წლის გი­ორ­გი მურ­ვა­ნი­ძეც აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ბერი ან­დრი­ას ფონდში 2 წე­ლია ცხოვ­რობს. მას უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბა აქვს, რო­მელ­საც ვაჟ­კა­ცუ­რად ებ­რძვის. გი­ორ­გის ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ფა­ნო­ბის შე­სა­ხებ ბერი ან­დრი­ას დე­დამ, თი­ნა­თინ­მა გუ­შინ სა­ღა­მოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით აც­ნო­ბა:

"ვფიქ­რობ, ხვი­ჩას ხმა რო­გორ მი­ვაწ­ვდი­ნო, რომ მო­ვი­დეს ფონდში ჩემი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ტკბი­ლი და თბი­ლი შვი­ლო­ბი­ლის, გი­ორ­გის გუ­ლის გა­სა­ხა­რად, და­მეხ­მა­რეთ!“

ამ პოს­ტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით, გი­ორ­გის ნატ­ვრა აუხ­და, რაც ასე­ვე დედა თი­ნა­თი­ნის მო­რი­გი პოს­ტი­დან შე­ვი­ტყვეთ:

 

"ასე უცებ აგ­ვის­რულ­და ოც­ნე­ბა, დღეს ზუკა და­ვი­თაშ­ვილ­მა დაგ­ვი­რე­კა და გაგ­ვა­ხა­რა, ხვი­ჩას ვე­ლა­პა­რა­კეთ. მალე ლა­ივ­შიც ჩა­ი­ხუ­ტებს ჩვენს გიო მურ­ვა­ნი­ძეს... რაღა და­გი­მა­ლოთ და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ!“ - და­წე­რა დედა თი­ნა­თინ­მა, რო­მე­ლიც მად­ლო­ბას უხ­დი­და მათ, ვინც ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გის ვი­დე­ო­ზა­რით და­ა­კავ­ში­რა.

"მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან გინ­დო­დეს რა­ი­მე, შენი დედა თი­ნა­თი­ნი ბერი ან­დრი­ას დედა იყოს და ისე­თი მე­გობ­რე­ბი გყავ­დეს, რო­გო­რიც ჩვენ, ბერი ან­დრი­ას ფონდს გვყავს! ძა­ლი­ან უნ­დო­და ჩვენს გი­ორ­გის ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ჩა­ხუ­ტე­ბო­და, ერ­თმა ჩვენ­მა მე­გო­ბარ­მა მი­ი­ტა­ნა კვა­რას ყუ­რამ­დე ეს ამ­ბა­ვი და მა­ნაც არ და­ა­ყოვ­ნა, მალე, ძა­ლი­ან მალე ჩა­ე­ხუ­ტე­ბა გი­ორ­გის!“ - ვკი­თხუ­ლობთ ბერი ან­დრი­ას ფონ­დის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე".

xvicha1116-62652.jpg

ambebi.ge დედა თი­ნა­თინს და­უ­კავ­შირ­და:

- რო­დე­საც ფონდში ახა­ლი ბავ­შვე­ბი მო­დი­ან, ახ­ლოს ვეც­ნო­ბი, მათ­თან ხან­გრძლი­ვად ვსა­უბ­რობ. ინ­ტე­რესს ვიკ­ვლევ, - რა უხა­რი­ათ, რა იზი­დავთ, რა უყ­ვართ, რათა ამა­ზე პა­ტა­რე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა ავა­გო - მათი ცხოვ­რე­ბაც გა­ვამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნო და როცა სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, გა­ვა­ხა­რო კი­დეც. რო­დე­საც გი­ორ­გის გა­ვე­სა­უბ­რე, გა­ვი­გე, რომ ფეხ­ბურთს ძა­ლი­ან კარ­გად თა­მა­შობს, კარ­გად მღე­რის, მშვე­ნი­ე­რი სმე­ნა აქვს და ცეკ­ვავს. ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი­დან ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია უყ­ვარს. მა­შინ არ ვი­ცო­დი, ვინ იყო ხვი­ჩა. ასე მა­სობ­რი­ვად არც სხვე­ბი იც­ნობ­დნენ. ამ ბავ­შვს იმ­დე­ნად უყ­ვარს ხვი­ჩა, რომ ჯერ ბევ­რის­თვის უც­ნო­ბი რომ იყო, მის კა­რი­ე­რას იქი­დან მოჰ­ყვე­ბო­და, მი­სით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია. ყვე­ლა­ფე­რი იცო­და ფეხ­ბურ­თე­ლის შე­სა­ხებ. მოკ­ლედ, ხვი­ჩა სულ პირ­ვე­ლად გი­ორ­გიმ შე­მაყ­ვა­რა. დღეს კი ის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სი­ა­მა­ყეა. ხვი­ჩა არა მარ­ტო დიდი ფეხ­ბურ­თე­ლი და ვარ­სკვლა­ვია, დიდი ადა­მი­ა­ნია.

- ხვი­ჩა ახლა სა­ქარ­თვე­ლო­შია, რო­გორც ცნო­ბი­ლია, თა­მა­შის­თვის ჩა­მო­ვი­და...

- ამ თა­მა­შის­თვის რომ ჩა­მო­დი­ო­და, ვი­ცო­დი და ისიც, რომ გი­ორ­გის ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დე­ბო­და მას­თან შეხ­ვედ­რა. ეს ხომ მისი ყვე­ლა­ზე დიდი სა­ნუკ­ვა­რი ოც­ნე­ბაა. მოკ­ლედ, გა­ვაქ­ტი­ურ­დი და პოს­ტი დავ­წე­რე, ზუს­ტად ვი­ცო­დი, რო­გორც კი ეს ამ­ბა­ვი მის ყუ­რამ­დე მი­აღ­წევ­და, მოს­ვლას არ დაგ­ვა­მად­ლი­და... მოკ­ლედ, ჩემი ნა­თე­სა­ვის თა­ნაკ­ლა­სე­ლი თა­მა­შობს ხვი­ჩას­თან. უთხრა თუ არა, მა­შინ­ვე გად­მო­რე­კა. დი­ლი­დან კლი­ნი­კა­ში ვი­ყა­ვი, ამ ზარს არც ვე­ლო­დი. ხვი­ჩა რომ და­ვი­ნა­ხე, უზო­მოდ გა­მი­ხარ­და. მერე გი­ორ­გის და­ვა­ნა­ხე. რომ და­ე­ლა­პა­რა­კა, ბავ­შვს ცრემ­ლე­ბი წა­მო­უ­ვი­და და ვე­რა­ფე­რი უთხრა... მის­თვის ისე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლი და და­უ­ჯე­რე­ბე­ლი რამ იყო, ძა­ლი­ან აღელ­და. ხვი­ჩას ვთხო­ვე, მო­ვი­დეს ჩვენ­თან ფონდში და სხვა ბავ­შვე­ბიც - ჩემი სხვა შვი­ლე­ბიც გა­იც­ნოს და რა თქმა უნდა, გი­ორ­გის ჩა­ე­ხუ­ტოს. შეგ­ვპირ­და, რომ გვეს­ტუმ­რე­ბა. უზო­მოდ ბედ­ნი­ე­რი ვარ...

  • თუ გსურთ ფონდს და­ეხ­მა­როთ, შე­გიძ­ლი­ათ თან­ხა გა­და­რი­ცხოთ ქვე­მოთ მი­თი­თე­ბულ ან­გა­რი­შის ნომ­რებ­ზე:

თი­ბი­სი: GE73TB7171536080100002

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი: GE38BG0000000855311400

ლი­ბერ­თი ბან­კი: GE88LB0115143636765001

 

lali_facia.jpg
ავტორი:ლალი ფაცია
 
 
 
 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...