იენს სტოლტენბერგი - ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ, რომელიც ევროატლანტიკურ რეგიონშია ინტეგრირებული - პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ, ერთად იმუშაონ საჭირო რეფორმებზე
ქართველმა ხალხმა ძალიან ნათლად თქვა, რომ მათ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ, რომელიც ევროატლანტიკურ რეგიონში არის ინტეგრირებული , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად განაცხადა.
ნატოს გენმდივანი მიესალმება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევის თაობაზე და აცხადებს, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ევროატლანტიკურ ღირებულებებს.
ამასთან სტოლტენბერგი მოუწოდებს, საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს ერთად იმუშაონ საჭირო რეფორმებზე და აღნიშნავს, რომ ნატოც მუშაობს ქვეყნის მთავრობასთან რეფორმების იმპლემენტაციაზე.
“მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ ჩააგდოს და გაიწვიოს “უცხოური გავლენისა და აგენტების” კანონპროექტი, რადგან ის არ შეესაბამება ევროატლანტიკურ ღირებულებებს და ფუნდამენტური უფლებების დაცვას.
ასე რომ, მივესალმები ამ ინიციატივის გაწვევას და იმას, რომ მას თბილისში პარლამენტმა არ დაუჭირა მხარი. საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ ერთად იმუშაონ სასწრაფოდ საჭირო რეფორმებზე და ნატო, რა თქმა უნდა, ნატოც მუშაობს საქართველოს მთავრობასთან ამ რეფორმების იმპლემენტაციაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, უსაფრთხოების სამსახურებზე დემოკრატიული კონტროლის გასაძლიერებლად და კორუფციასთან ბრძოლისთვის.
ქართველმა ხალხმა ძალიან ნათლად თქვა, რომ მათ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ, რომელიც ევროატლანტიკურ რეგიონში არის ინტეგრირებული და ნატო მომავალშიც იქნება ასეთი მისწრაფებების პარტნიორი”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.