პარტია “საქართველოსთვის” ქალთა გაძლიერების პლატფორმა მხარდაჭერას უცხადებს ჟურნალისტ მაკო ჯაბუას და გმობს მის მიერ 20 მარტს გავრცელებულ სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტს
პარტია “საქართველოსთვის” ქალთა გაძლიერების პლატფორმა ეხმაურება და მხარდაჭერას უცხადებს ჟურნალისტ მაკო ჯაბუას და გმობს მის მიერ 20 მარტს გავრცელებულ სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტს. planeta.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"პარტია “საქართველოსთვის” ქალთა გაძლიერების პლატფორმა ეხმაურება და მხარდაჭერას უცხადებს ჟურნალისტ მაკო ჯაბუას და გმობს მის მიერ 20 მარტს გავრცელებულ სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტს. სექსუალური შევიწროება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალური მექანიზმი, რომელიც ემსახურება ქალების დაქვემდებარებული მდგომარეობის შენარჩუნებას, ლახავს მათ ღირსებას, ხელს უშლის მათი პოტენციალის სრულ განვითარებას, შრომითი ურთიერთობების დაწყებასა და შენარჩუნებას.
სამუშაო ადგილზე ქალთა სექსუალური შევიწროება განსაკუთრებით პრობლემურია, ვინაიდან ქალები, არსებული გენდერული და სამსახურებრივი იერარქიების გამო, ორმაგი ზეწოლის ქვეშ შეიძლება მოექცნენ.
საქართველოში სექსუალური შევიწროვება ისევ რჩება მწვავე პრობლემად. უმნიშვნელოვანესია, რომ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები იყოს ქმედითი, არა მოჩვენებითი ან სტიგმის წამახალისებელი.", - ვკითხულობთ განცხადებაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.