Jump to content
Planeta.Ge

მედია - აშშ-ს პოლიცია დონალდ ტრამპის დაკავების შემთხვევაში მოსალოდნელი არეულობისთვის ემზადება


აშშ-ის დიდ ქალაქებში, ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და ლოს-ანჯელესში პოლიცია პოტენციური არეულობისთვის ემზადება იმ შემთხვევისთვის, თუ ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დააკავებენ.

მანჰეტენის პროკურორმა, შესაძლოა, დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენოს იმის გამო, რომ პორნოვარსკვლავს, რომანის შესახებ დუმილის სანაცვლოდ ფული გადაუხადა. თუკი პროკურორი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის პირველი შემთხვევა.

მედიის ინფორმაციით, მანჰეტენის სისხლის სამართლის სასამართლოს წინ ფოლადის ბარიკადები აღმართეს. პოლიციის დამატებითი ძალები მობილიზებულია „ტრამპ თაუერთანაც“.

შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 18 მარტს განაცხადა, რომ მას სამშაბათს დააპატიმრებენ. იმავე დღეს, მან სოციალური მედიის საკუთარ პლატფორმაზე, TRUTH Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მხარდამჭერებს პროტესტისკენ მოუწოდა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...