Jump to content
Planeta.Ge

გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ ომი უკრაინაში უახლოეს დროში არ დასრულდება


გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ვარაუდობს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ უახლოეს დროში არ დასრულდება.

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ვარაუდობს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ უახლოეს დროში არ დასრულდება. „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ შესაძლოა ამას დიდი დროს დასჭირდეს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, 20 მარტს დიუსელდორფში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც მან უკრაინაში მიმდინარე ომზე დასრულებაზეც გამოთქვა ვარაუდი. „ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ ძალისხმევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს ომი დასრულდეს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ოლაფ შოლცმა რუსეთის ლიდერი ძალაუფლებიდან ჩამოშორების შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ არ სჯერა ისეთი მმართველების ძალადობრივი დამხობისა, როგორიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია. შოლცმა დასძინა, რომ ამას არც ვაშინგტონი შეეცდება, როგორც ეს მას აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს უთქვამს.

  • მანამდე გერმანიის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანიის ხელისუფლება დააპატიმრებს ვლადიმირ პუტინს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორდერის საფუძველზე, თუ რუსეთის პრეზიდენტი გერმანიას ესტუმრება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა გამოცემა Bild am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა.
  • 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
  • სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეორე წინასასამართლო პალატა დაეყრდნო პროკურორის 2023 წლის 22 თებერვლის მიმართვას, რომ არსებობს დასაბუთებული საფუძველი იმაში დასარწმუნებლად, რომ ორივე ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულში.

    რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...