Jump to content
Planeta.Ge

დეპუტატი სამხარაძე: ჩემი სახელით ვიღაცას მისწერეს და ეს ვიღაცა პანიკაში ჩავარდა, "ფეიკია"


საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მმართველი პარტიიდან დიმიტრი სამხარაძე ამბობს, რომ მისი სახელით მოქალაქის მიმართ გავრცელებული მუქარის ამსახველი ე.წ. სკრინი, "ფეიკია". ის ფეისბუკზე ბრალდებების საპასუხოდ გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, რომ მათი სახელით შეიძლება "ნეკროლოგი მერაბიშვილი" დაემუქროს ვინმეს და "მუქარის აღსრულება" მათ დაჰბრალდეთ.

"ეს სიტყვები ჩემს ლექსიკონში არ არის ყოველდღე კითხულობთ ჩემს პოსტებს და შეგეძლოთ უფრო ხარისხიანი "ფეიკი" შეგექმნათ ან როდის იყო "მესინჯერში" ვინმესთვის რამე მიმიწერია, გამორთული მაქვს, იდიოტებო", - წერს სამხარაძე.

მოქალაქე ნუგზარ (სულა) სულაშვილმა რამდენიმე საათის წინ ფეისბუკში გამოაქვეყნა ე.წ. სკრინი და თქვა, რომ დეპუტატი სამხარაძე მას ემუქრებოდა. გამოქვეყნებულ ტექსტში იყო მუქარა და შეურაცხყოფაც.

"მუქარა და შანტაჟია. პიროვნულად ამას არასოდეს შევხებივარ. საჯაროდ ვაცხადებ, ფიზიკური ანგარიშსწორების არასოდეს მეშინია. მაგრამ "ქოცების" ბინძური კამპანიით, თუ ფიქრობს თავს მომაკვლევინებს, მაგის იმედი ტყუილად გაქვთ. მაგარი ნერვების პატრონი ვარ", - წერდა სულაშვილი.

ამ საკითხზე მედიასთან ისაუბრა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მან ეს შესაძლო მუქარის ტექსტი "ნაცმოძრაობისადმი კონკრეტული საფუძვლით" ახსნა.

"აქ საუბარია ისეთ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც გამოირჩეოდა თავის დროზე ადამიანების წამებით, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ათიათასობით ბიზნესმენი დაარეკეტა... ახლა ასეთი პოლიტიკური პარტიის მიმართ რომ აქვს დიტო სამხარაძეს ხისტი დამოკიდებულება, ეს არის აბსოლუტურად გასაგები. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, მოვუწოდებ მათ და მათ შორის ენჯეოებს, მედიასაშუალებებს, რომლებიც არიან დაკავშირებული "ნაცმოძრაობასთან", თავი შეიკავონ ლიბერალურ-ფაშისტური კამპანიისგან", - თქვა კობახიძემ, პირველი არხის მიერ გავრცელებული კომენტარის მიხედვით.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა პარლამენტის დეპუტატი საზოგადოების ყურადღების ცენტრში გინების გამო მოექცა. მაგალითად, 2022 წლის 3 ივლისს მან პარტიის ოფისიდან აგინა "შინ ევროპისკენ" აქციის მონაწილეებს.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...