წილოსანი Gen Z-ზე: საერთოდ არ მოსწონთ ამ უცხო ტერმინებით რომ ცდილობთ მათ გაბრენდვას
„ამ დღეების მანძილზე ბევრ სხვა მოვლენასთან ერთად ვაკვირდებოდი, უღირსი ადამიანები როგორ ცდილობდნენ მიესაკუთრებინათ GEN Z თაობა. ისევე როგორც, ცდილობენ პროევროპულობაზე მოიპოვონ მონოპოლია”, – „ქართული ოცნების” დეპუტატმა ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ამ დღეების მანძილზე ახალგაზრდა თაობის სახელით რატომღაც საუბრობდნენ ადამიანები, რომლებსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ, მათი წარმომადგენლის სახელი დაირქვან.
ამ დღეების მანძილზე ცდილობდნენ, ახალგაზრდა თაობა ჩვენგან გამოეყოთ და აბსტრაგირება გაეკეთებინათ, მაგრამ ეს თაობა სწორედაც რომ ჩვენი შვილებია, ვისაც ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებთ, ვიცით რა მოსწონთ, რა იდეები აქვთ, რა უნდათ, რა საჭიროებები აქვთ. იმიტომ, რომ ისინი წარმოადგენენ ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, და რომ ისინი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვნები არიან, სწორედ ამიტომ გავაუქმეთ ჩვენ ეს ინიციატივა, რომელზეც ეს ამბავი ატყდა.
სწორედ რომ მათი ინტერესები და მათი უსაფრთხოება, თუნდაც მათი ყველაზე მცირე ნაწილის, მნიშვნელოვანია და ამიტომ დავიხიეთ და ეს ნაბიჯი მივიღეთ ჩვენ.
პარლამენტის შენობის შტურმისტები, პოლიციელების დამამცირებლები, მოძალადეები და მოლოტოვის კოქტეილით შეიარაღებულები ამ თაობის სახელით ვერ ისაუბრებენ.
ყველა სხვა დანარჩენს კი ჩემი პატივისცემა იმ სურვილით, რომ თავადაც ისწავლიან სხვების გაკეთებულის შეფასებას და დაფასებას.
ბოლოს კი მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ საერთოდ არ მოსწონთ ამ უცხო სიტყვებით და ტერმინებით რომ ცდილობთ მათ გაბრენდვას”, – განაცხადა წილოსანმა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.