ევროკავშირი - საქართველოსა და მოლდოვასთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი დიალოგი და კონსულტაციები ჩავატარეთ და კონკრეტული მხარდაჭერა უზრუნველვყავით - ეს ძალისხმევა მომავალ თვეებში უფრო გაძლიერდება
ჩვენი ვალდებულება აღმოსავლელი პარტნიორების მიმართ, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, კიდევ უფრო გაიზარდა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ევროპული პერსპექტივა წარმოადგენს მყარ საფუძველს ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის გასაღრმავებლად, - ამის შესახებ ევროკავშირის „სტრატეგიული კომპასი უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის“ განხორციელების პროგრესის წლიურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს წარუდგინა.
„ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უკრაინის მხარდასაჭერად მთელი თავისი ინსტრუმენტების მობილიზება მოახდინეს, რამაც 2023 წლის თებერვლის დასაწყისისთვის სულ მცირე 67 მილიარდი ევრო შეადგინა სამხედრო, ფინანსური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის სახით. ჩავატარეთ ნაყოფიერი დიალოგი და კონსულტაციები უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში საქართველოსა და მოლდოვასთან და ორივე მათგანისთვის უზრუნველვყავით კონკრეტული მხარდაჭერა ევროპის სამშვიდობო ფონდისა (EPF) და სხვა ინსტრუმენტების საშუალებით, რომლებიც მიზნად ისახავს გაზარდოს მათი მდგრადობა, როგორიცაა ჰიბრიდული საფრთხის კვლევა. ეს ძალისხმევა მომავალ თვეებში უფრო გაძლიერდება“, – აღნიშნულია ევროკავშირის ანგარიშში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.