Jump to content
Planeta.Ge

სალომე ზურაბიშვილი - სრულიად მიუღებლად მიმაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული განცხადება


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „სრულიად მიუღებლად“ მიიჩნევს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას ახალგაზრდებთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის თქმით, შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი პროტესტის ფორმას არ ეთანხმებოდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ „თანამდებობა ვინმეს საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლებას ანიჭებს“.

„სრულიად მიუღებლად მიმაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული ბოლო განცხადება.

შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი რომელიმე პროტესტის ფორმას არ ეთანხმებოდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამდებობა ვინმეს საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლებას ანიჭებს.

ასეთი შეფასებები შესაძლოა, მხოლოდ დაძაბულობის გამძაფრებას ემსახურებოდეს და არა ახალგაზრდებთან აუცილებელი კომუნიკაციის აღდგენას, რასაც ყველა საშუალებით უნდა ცდილობდეს ხელისუფლება, მით უმეტეს, ამ ბოლო მოვლენების ფონზე”, - წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 7-8 მარტის აქციებზე საუბრისას განაცხადა, რომ „პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ, „ნაცმოძრაობის“ კოორდინირებით, ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ“.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...