უკრაინამ რუს ოლიგარქს ქონება ჩამოართვა
უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ რუსი ოლიგარქისთვის, არკადი როტენბერგისთვის აქტივების ჩამორთმევას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ანტიკორუფციულმა სასამართლომ ძალაში დატოვა იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება სავაჭრო ცენტრის რუსი ოლიგარქის კუთვნილი აქციების უკრაინის სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ჩამორთმეული ქონების ღირებულება 300 მილიონი აშშ დოლარია.
„დადგინდა, რომ როტენბერგი არის რუსეთის უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის შიდა გარემოცვის წევრი და უშუალოდ იყო ჩართული ეგრეთწოდებული „ყირიმის ხიდის“ მშენებლობაში“, - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, როტენბერგი სავაჭრო ცენტრის აქციების ორ მესამედს ნომინალური შვეიცარიელი მფლობელების მეშვეობით აკონტროლებდა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.