Jump to content
Planeta.Ge

ბერდია სიჭინავა - ხელისუფლებას მარტში განვითარებული მოვლენების შედეგად გაკვეთილი არ უსწავლია, აპირებენ ძალაუფლების კონსოლიდაციას - ამის გამოვლინება იყო ცვლილება განათლების სამინისტროში


პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ბერდია სიჭინავას განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრად მიხეილ ჩხენკელის ნაცვლად გიორგი ამილახვრის დანიშვნა, 7-10 მარტს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

როგორც სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, განათლების მინისტრად გიორგი ამილახვრის დანიშვნა ემსახურებოდა ხელისუფლების პირდაპირ გზავნილს, რომ მარტში განვითარებული მოვლენების შედეგად, ხელისუფლებას „გაკვეთილი არ უსწავლია“.

მისივე შეფასებით, განათლების სამინისტროში, მიხეილ ჩხენკელისგან განსხვავებით, გიორგი ამილახვარს სხვა მისია ექნება.

„განათლებისა და მეცნიერების მინისტრად მიხეილ ჩხენკელის ნაცვლად გიორგი ამილახვრის დანიშვნა, 7-10 მარტს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. ხელისუფლებამ დაინახა, რომ მისი ძალაუფლებისთვის საფრთხის წყაროა: უნივერსიტეტები, სკოლები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოსწავლეები. ხელისუფლება ახლა ცდილობს რეპრესიული პოლიტიკის მექანიზმი შექმნას და გაატაროს. განათლების სამინისტროში, ჩხენკელისგან განსხვავებით ამილახვარს სხვა მისია ექნება.

სამინისტროს ხელში ძალიან ბევრი მექანიზმია, მათ შორის, უნივერსიტეტების შევიწროების, კერძო სასწავლებლების შევიწროების, ასევე ავტორიზაციის მექანიზმი... ბუნებრივია, რაღაც ბერკეტები, რომ საუნივერსიტეტო თავისუფლება შეუზღუდონ და რეპრესიული პოლიტიკა გაატარონ უმაღლესი დაწესებულებების მიმართ. დღეს განათლების მინისტრის დანიშვნა ემსახურებოდა პირდაპირ გზავნილს, ხელისუფლებას, მარტში განვითარებული მოვლენების შედეგად გაკვეთილი არ უსწავლია, მეტიც ისინი აპირებენ ძალაუფლების კონსოლიდაციას. ამის გამოვლინება იყო სამთავრობო ცვლილება განათლების სამინისტროში. ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ ამ მიმართულებით გარღვევა აქვს“, - განაცხადა სიჭინავამ.

მისივე განცხადებით, პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია, მნიშვნელოვანწილად ასევე არის „ოცნებაშიც“.

„ივანიშვილისთვის მიუღებელია ნებისმიერი ტიპის გამოვლინება, რომელიც სისტემურ თემაში არ ზის, შესაბამისად, თვლის, რომ ახალგაზრდობის ნაწილში, განათლების სამინისტრო, რაღაც პროცესებზე პასუხისმგებელი იყო. თვლის, რომ პარლამენტის წევრები არ დაემორჩილნენ პარტიულ გადაწყვეტილებას და ამ კანონის [ე.წ. უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტი] სასარგებლოდ ხმა არ მისცეს. ბუნებრივია, თვლის რომ ამ ადამიანების ნდობა მომავალში შეუძლებელია.

ჩანს, რომ პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია მნიშვნელოვან წილად, ასევე არის ოცნებაშიც“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...