ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია“ ლიბანსა და ავღანეთში გაემგზავრა
ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია“ ლიბანსა და ავღანეთში გაემგზავრა. ოკუპირებული რესპუბიკის დე ფაქტო უწყების ცნობით „ვიზიტის“ მიზანია შესაბამის სახელმწიფოებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პირობების შექმნა, სავაჭრო სახლების დაარსება და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ჰუმანიტარული კავშირების გამყარება.
ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ „დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახლო აღმოსავლეთის პარტნიორებთან ურთიერთობების ყოვლისმომცველ განვითარებას“.
მანამდე დე ფაქტო უწყების ხელმძღვანელმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ „აფხაზეთის შიდა პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტი ახლო აღმოსავლეთია“, მისი თქმით „აქტიური სამუშაო მიმდინარეობს სირიასთან, ლიბანთან, ავღანეთთან“ საქართველო კი საერთაშორისო კავშირების დაბლოკვას ცდილობს.
ლიბანი და ავღანეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ.
2021 წლის სექტემბრში პოლიტიკური მოძრაობა „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა უჰამად ნაიმ განაცხადა, რომ ავღანეთის ახალი ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მულა აბდულ ბარადარი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელს შეხვდა, ინფორმაცია ტელეგრამის რამდენიმე არხმაც გაავრცელა. გაირკვა, რომ „თალიბანს“ ალექსეი მაქსიმოვი შეხვდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის მოსკოვიდან ცხინვალში მიიწვიეს და რუსეთში სამხრეთ ოსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლად დაინიშნეს.
სოციალური ქსელების მომხმარებლები და მედია „მის საეჭვო ბიორგაფილ მონაცემებზე“ წერდა - შესაძლოა, ის არარსებულ სამხედრო დამსახურებესა და ჯილდოებს მიიწერდეს.
მიმდინარე წლის თებერვალში ოკუპირებულ აფხაზეთს სტუმრობდა რუსეთში ავღანეთის საელჩოს დელეგაცია. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ავღანეთში ჰუმანიტარული მდგომარეობა და ასევე „აფხაზეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოების აქტუალური ასპექტები“ განიხილეს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.