Jump to content
Planeta.Ge

ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან მისი წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს


ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ცვლილებები არ იგეგმება.

მისი თქმით, აღნიშნული სპეკულაციები მის მიერ განხორციელებულ რეფორმებს უკავშირდება.

„ჩვენ დავიწყეთ ჯანდაცვის სისტემაში ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგებისა და კლინიკური სექტორის მოწესრიგების კუთხით რეფორმები. რასაკვირველია, მესმის, რომ დაურეგულირებელი ბაზარი გაცილებით მეტ შესაძლებლობებს იძლეოდა. მესმის ეს სპეკულაციები, რაც შეიძლება არსებობდეს ჩემი თანამდებობიდან წასვლის შესახებ და ა.შ. ეს ყველაფერი მოდის აქედან, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. თქვენ პრემიერ-მინისტრსაც კითხეთ და დაგიდასტურათ, რომ ასეთი ცვლილებები არ იგეგმება. ის საქმე რაც ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისკენაა მიმართული, ბოლომდე მივიყვანთ“, - განაცხადა აზარაშვილმა.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...