Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - "ქართულმა ოცნებამ" განათლების მინისტრი შეცვალა, როგორც კი დაინახეს, რომ ახალგაზრდების და სტუდენტების სახით, დარჩენილია თავისუფალი სივრცე , რაზეც ხელისუფლების კონტროლი არ ვრცელდება


ოცნება ერთ-ერთში რუსული სცენარით, საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს., - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

როგორც ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, "ქართულმა ოცნებამ" განათლების მინისტრი შეცვალა, როგორც კი დაინახეს, რომ ახალგაზრდების და სტუდენტების სახით, დარჩენილია თავისუფალი სივრცე , რაზეც ხელისუფლების კონტროლი არ ვრცელდება.
 
"განათლების მინისტრი შეცვალეს, როგორც კი ნახეს, რომ დარჩენილია თავისუფალი სივრცე (ახალგაზრდების და სტუდენტების სახით), რაზეც ხელისუფლების კონტროლი არ ვრცელდება. მინისტრად დანიშნეს კაცი, რომელმაც ხალხს თავი დაამახსოვრა ვაკის პარკში მოზარდის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე გამოხატული ამორალური პოზიციით.
ეს ნიშნავს, რომ ოცნებას აქტიურ ფაზაში გადაჰყავს რეპრესიები და მთავარი სამიზნე სწორედ საგანმანათლებლო დაწესებულებები, სტუდენტები და ახალგაზრდები იქნებიან. ეს ხალხი დასაცავია. ბოლო დღეებმა დაგვანახა, რომ ამ ხალხზე გადის ქვეყნის ევროპული მომავალი და მათი დაცვით ქვეყნის ევროპული მომავალი უნდა დავიცვათ. არ დაგვავიწყდეს, რამდენიმე დღის წინ ამ ხალხმა დაიცვა ქვეყნის ევროპული მომავალი.
ჯერ კიდევ აგენტების კანონპროექტის გამოთხოვის დღეს ვთქვი, რომ ოცნებას პოლიტიკურად უკან არ დაუხევია და ეს დღეს სულ უფრო ცხადია. ხელისუფლებამ ჯერ წითელ ღილაკს არ დააჭირა, შემდეგ აქტიურად გააგრძელა კანონპროექტის იდეის მხარდაჭერა, მთელი სახელისუფლებო პროპაგანდა აამუშავა ახალგაზრდების, სტუდენტების დასაპირისპირებლად და გასახლეჩად, ახლა კი ამ სამთავრობო ცვლილებით იწყებს „ბოლომდე მიწოლის“ პოლიტიკური განზრახვის სისრულეში მოყვანას.", - აღნიშნავს ნათია მეზვრიშვილი. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...