სი ძინპინი მოსკოვში ჩავიდა
ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი სამდღიანი ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა, სადაც ის თავის რუს კოლეგას, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სი ძინპინთან შეხვედრაზე უკრაინის საკითხს განიხილავს.
„თემებს, რომლებსაც ეხება [პეკინის სამშვიდობო] გეგმა, რა თქმა უნდა, აუცილებლად შეეხებიან უკრაინის საკითხზე აზრთა გაცვლის დროს“, - აღნიშნა პესკოვმა.
სი ძინპინი რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველად ეწვია.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.