Jump to content
Planeta.Ge

დმიტრი მედვედი სარაკეტო დარტყმით დაემუქრა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს


რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედი დარტყმით დაემუქრა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელმაც გასულ კვირაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების თაობაზე გასცა ორდერი უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციასთან დაკავშირებით.

ამის თაობაზე მედვედევმა ტელეგრამში საკუთარ არხში დაწერა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას მან უწოდა „საერთაშორისო სამართლის სისტემის საბოლოო დანგრევა“.

„სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ სასამართლოს შენობისთვის ჰიპერბგერითი [რაკეტა] ‘ონიქსის’ სროლა ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე რუსეთის გემიდან“, - დაიმუქრა მედვედევი. „ასე რომ, ბატონო მოსამართლეებო, ყურადღებით იყურეთ ცაში...“ მედვედევის პოსტი, ტრადიციისამებრ, შეიცავს უწმაწურ გამოთქმებს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, რაც მედვედევი მუქარით გამოდის, მაგრამ შეურაცხმყოფელი რიტორიკა არასოდეს ქცეულა რეალობად.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პუტინს ბრალს სდებს სამხედრო დანაშაულებში, კერძოდ, უკრაინიდან რუსეთში ბავშვების ძალდატანებით დეპორტაციაში. დასავლეთის ქვეყნებმა მოიწონეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება. აშშ-მა მას სწორი უწოდა, თუმცა თვითონ არ აღიარებს ამ საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...