ქართველმა პარამოფარიკავე ქალებმა მსოფლიოს თასი მოიგეს
ეტლით ფარიკაობაში საქართველოს ქალთა ნაკრებმა საერთაშორისო არენაზე მორიგ დიდ წარმატებას მიაღწია - იტალიის ქალაქ პიზაში ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასს დაეუფლნენ.
საქართველოს ნაკრებმა ფინალის გზაზე უნგრეთი და ტაილანდი დაამარცხა, საჩემპიონო შეხვედრაში კი პოლონეთის უძლიერეს გუნდს სძლია, ანგარიშით 45:30.
საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია და ყველა შეჯიბრებაში ერთ-ერთი ფავორიტის რანგში იღებს მონაწილეობას.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.