Jump to content
Planeta.Ge

ევროკავშირი პუტინის დაკავების ორდერზე: ევროკავშირი მიესალმება ძალისხმევას ომის დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე


ევროკავშირი მიესალმება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერების გაცემის თაობაზე, ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

„როგორც ხაზგასმით აღინიშნეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა 2022 წლის 15 დეკემბერს, ევროკავშირი მიესალმება და წაახალისებს შემდგომ ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს სრული პასუხისმგებლობა ომის დანაშაულებზე და სხვა უმძიმეს დანაშაულებზე, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის აგრესიულ ომთან უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას განიხილავს პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესის დასაწყისად და რუსეთის ლიდერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებად იმ დანაშაულებისა და სისასტიკეებისთვის, რომლებსაც ისინი უკრაინაში სჩადიან. ევროკავშირი ასევე მხარდაჭერას გამოხატავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ უკრაინაში წარმოებული გამოძიებისადმი და ყველა მონაწილე სახელმწიფოს სრული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაპატიმრების ორდერის გაცემას გარდამტეხი მომენტი უწოდა.

17 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მათ შორის არც სამართლებრივი თვალსაზრისით.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) 17 მარტს გაავრცელა ცნობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...