Jump to content
Planeta.Ge

პაპუაშვილი ტურაშვილზე: ძალიან სამწუხაროა, რომ მას ასე ემოციურად მოუწია ამ ყველაფერის მიღება


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტებმა მწერალ დავით ტურაშვილის წინააღმდეგ აგორებული დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ ჰკითხეს. შალვა პაპუაშვილმა უარყო, რომ ამ კაპანიასთან ხელისუფლებას და მმართველ პარტიას რამე კავშირი აქვს.

„რაც შეეხება დავით ტურაშვილს ეს არის სწორედ … ეს არის საბოლოო ჯამში შედეგი ამ ზიზღის კამპანიისა… სამწუხაროდ, სოციალურ მედიას თავისი უარყოფით მხარე აქვს.

ძალიან სამწუხაროა, რომ მას ასე ემოციურად მოუწია ამ ყველაფერის მიღება და ვუსურვებ რომ მალე გამოჯანმრთელდეს და მოძლიერდეს.

ამავე დროს რთულია არ დაინახო ის ფარისევლობა, ვინაიდან ის ტელევიზიაში გამოდიოდა, იმავე ტელევიზიაში, იმავე სტუდიაში ან გვერდით სტუდიაში, რაც თვეების განმავლობაში ხდება. სწორედ ეს გესლი, რომელიც ამ მედიიდან მოედინება … გაიხსენეთ თორნიკე შენგელიას ამბავი, გაიხსენეთ ხვიჩა კვარაცხელიას ამბავი, შემთხვევით იგივე სტუდიიდან ხომ არ მიდოდა ამ ადამიანების მორალური განადგურების მცდელობა. ეს ადამიანები, რომლებიც ამ გესლის და შხამის შეტანას ცდილობენ ქართულ პოლიტიკასა და საზოგადეობაში და ეს ადმიანები რომ აღშფოთდებიან ხოლმე, ეს არის ყველაზე დიდი ფარისევლობა, “- თქვა მან.

მწერალი დათო ტურაშვილი რუსული კანონპროექტების კრიტიკის გამო მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ტელეკომპანია „ფორემულას“ გადაცემაში „მე-17 სართული“ გამოეხმაურა. დათო ტურაშვილი ემოციური გამოსვლის შმედეგ ტელეკომპანიაშ შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს. გუშინ მწერლის ოჯახის წევრებმა თქვეს, რომ დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის კლინიკაში რჩება.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...