რაც უფრო გაზრდის “ოცნება” რეპრესიებს, მით მალე დაასრულებს ხელისუფლებაში ყოფნას – ირინა გელაშვილი
“ძალიან სამწუხაროა, როდესაც ევროპარლამენტში ჩვენი ქვეყნის მმართველი პარტია ,,ოცნება” რუსული გავლენის ქვეშ მოქმედ ძალადაა მოხსენიებული” – წერს სოციალურ ქსელში ხაშურის საკრებულოს დეპუტატი პარტიიდან “საქართველოსთვის” ირინა გელაშვილი.
მისი თქმით, იმედის მომცემია ევროსტრუქტრურების დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ.
“მნიშვნელოვანი და იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ ევროსტრუქტურებში კარგად ხედავენ, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ნებას და ხელისუფლებისგან განსხვავებით, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის კანდიდადის სტატუსს. ვენეციის კომისიის დასკვნა ამბობს, რომ ,ოცნების” კანონპროექტი არ არის ის რეფორმა, რაც აუცილებელია ევროკავშირის რეკომენდაციის შესასრულებლად!”, – წერს გელაშვილი.
მისივე სიტყვებით, რაც უფრო გაზრდის ,,ოცნება “ რეპრესიებს, მით უფრო მალე დაასრულებს ხელისუფლებაში ყოფნას.
სოციალურ ქსელში ხაშურის საკრებულოს დეპუტატი პარტიიდან “საქართველოსთვის” ირინა გ,,ოცნების” მცდელობას, მიეღო რუსული კანონი, გაეკეთებინა განაცხადი ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებაზე, მოყვა მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტი. საქართველოს მოქალაქეებმა მკაფიოდ აჩვენეს, რომ ამ ქვეყანაში ეს არ მოხდება, რომ ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპაშია! ,,ოცნებამ” იმის ნაცვლად, რომ აღიაროს შეცდომა, პირიქით დაიწყო ახალგაზრდებისა და სტუდენტების გაშავების კამპანია, დაშინების მიზნით. რაც უფრო გაზრდის ,,ოცნება “ რეპრესიებს, მით უფრო მალე დაასრულებს ხელისუფლებაში ყოფნას”.
mozaika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.