Jump to content
Planeta.Ge

სოფელ ვერტყვიჭალასთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მიწის მასა ჩამოვიდა


თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 161-ე კმ მონაკვეთზე, კერძოდ, სოფელ ვერტყვიჭალასთან მთის ფერდიდან მიწის მასა (შვავი) ჩამოვიდა, რამაც საავტომობილო გზა ჩაკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ დროისათვის, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო მოძრაობა გადართულია ვერტყვიჭალის კვანძის მიმართულებაზე. მათივე განცხადებით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა შეუფერხებლად ხორციელდება.

რამდენიმე დღის წინ, აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალზე მშენებარე გვირაბთან გარე ბეტონის სექცია დაზიანდა. როგორც მაშინ გზების დეპარტამენტმა განმარტა, დაზიანება გამოიწვია უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა.

უწყების განცხადებით, სამუშაოების მიმდინარეობისას, ფერდის ე.წ. დატერასება-გამაგრებამდე, ბოლო პერიოდში მოსული უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა, ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული (ტორკრეტირებული) ზედაპირი, რამაც დააზიანა გარე ბეტონის სექცია.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...