Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - დროებით ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლება აუცილებლად მოხდება


დროებით ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლება აუცილებლად მოხდება, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის მე-9 წლისთავს.

უკრაინის საგარეო უწყება გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ 9 წლის წინ 16 მარტს რუსეთმა “ყირიმის სტატუსის შესახებ” უკანონო რეფერენდუმი ჩაატარა, ხოლო 18 მარტს კი მისი უკანონო ანექსია მოახდინა, როდესაც ე.წ. ყირიმის რუსეთის ფედერაციისადმი შეერთების შეთანხმებებს მოეწერა ხელი".

„ინფორმაცია ვრცელდება, რომ დროებით ოკუპირებულ ყირიმში დღეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩავიდა, რომელიც ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამო საერთაშორისო სასამართლოს მიერ იძებნება”, - წერია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყების განცხადებით, 9 წლის განმავლობაში ყირიმის ნახევარკუნძული კრემლის დანაშაულებრივი რეჟიმისგან იტანჯება, რომელმაც იგი სამხედრო ფორპოსტად, თავისუფლების ნაკლებობისა და დევნის სივრცედ აქცია, ხოლო ვინც საკუთარ თავში წინააღმდეგობისთვის და საკუთარი დემოკრატიული უფლებებისთვის და ღირებულებებისთვის ბრძოლის გამბედაობა იპოვა, მათ წინააღმდეგ აგრესიასა და ტერორს ახორციელებს.

ავტომატების ლულების ქვეშ კრემლის მიერ ეს დადგმული “ქმედება” უკრაინის კონსტიტუციასა და კანონებს ეწინააღმდეგებოდა, უხეშად არღვევდა საერთაშორისო სამართლის ნორმებს და საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ იყო აღიარებული”, - წერია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ 2022 წელს რუსეთმა იგივე “სპექტაკლი” გაიმეორა უკრაინის დროებით ოკუპირებულ სხვა ტერიტორიებზეც - ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.

“როგორც 2014-ში, ასევე 2022 წელს, რეფერენდუმების შოუს არანაირი შედეგები არ მოყვა უკრაინის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული სისტემისთვის და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებისთვის. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე გათავისუფლების ტერიტორიების უმეტესი ნაწილი, სადაც ისინი [რეფერენდუმები] იყო ჩატარებული 2022 წელს. ასევე აუცილებლად მოხდება ყველა სხვა დროებით ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლება. ეს მხოლოდ დროის საკითხია”, - წერია განცხადებაში.

იპნ

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...