Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.498

თავდაცვის მინისტრობის დროს შაშკინი 250 დოლარად ღირებულ ჭიქა ყავას სვამდა


PLANETA_INFO

1.325 views

,,სანაციონალეთს" – თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაუბრუნდა! შაშკინს მშობლიურ მიწაზე ფეხშიშველი სირბილი რომ მონატრებია, ეს აეროპორტშივე აღნიშნა: ,,ყველამ იცოდა, სად ვიყავი – ვიმყოფებოდი აშშ–ში და არ ვიმალებოდი. ვარ საქართველოს მოქალაქე და ამ ეტაპზე, გადავწყვიტე, სამშობლოში დავბრუნებულიყავი ოჯახთან ერთად". რატომ იყო წასული? შვებულება გაუგრძელდა! რატომ ჩამოვიდა? შვებულება დაუმრთავდა! ალბათ, ხვალ–ზეგ ახალი ,,ბომბიც" გასკდება და გაირკვევა, რაში ხარჯავდა თავდაცვის მინისტრი შაშკინი ბიუჯეტის თანხებს. ,,რამდენიმე დღე ვერ გაარკვიეს თავდაცვის სამინისტროში ერთი დანადგარის დანიშნულება. დიდი ძიების შემდეგ გაირკვა, რომ თურმე ეს დანადგარი ყავის ,,მადუღარა " იყო. ყავა, რომელსაც თავდაცვის მინისტრი შაშკინი სვამდა, 250 დოლარი ღირდა ერთი ჭიქა",– უთხრა ,,ალიას" სამინისტროს ერთმა თანამშრომელმა. ამ ფონზე ახალაია უფრო ხელგაშლილი, გულუხვი და თქვენ წარმოიდგინეთ ,,საზოგადო მოღვაწეც" კი ყოფილა, შაშკინს კი თურმე მხოლოდ საკუთარი თავის პატივისცემა ეხერხებოდა..."

 

(,,ალია"N17(2771); ავტორი:დარეჯან მეფარიშვილი)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...