Jump to content
Planeta.Ge

სანდუ: მოლდოვას ომის საფრთხე არ ემუქრება, მაშინ, როდესაც უკრაინა იბრძვის


"მოლდოვა ომის საფრთხის წინაშე არ დგას, მაშინ, როდესაც უკრაინა იბრძვის". – თქვა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

"მინდა დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები, რომ მოლდოვას ახლა არანაირი ომის საფრთხე არ ემუქრება. რუსეთის ჯარი აქამდე ვერ მოაღწევს, მანამ, სანამ უკრაინა იბრძვის და ამით იცავს მოლდოვას. ჩვენ მადლობელი ვართ უკრაინელების, მათი სიმამაცისა და თავისუფლების სიყვარულისთვის". – თქვა სანდუმ.

CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) მიერ შედგენილ საიდუმლო გეგმაში დეტალურად არის აღწერილი მოლდოვის დესტაბილიზაციის სქემა, რაც პრორუსული ჯგუფების მხარდაჭერას, მართლმადიდებლური ეკლესიით მანიპულირებასა და ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით შანტაჟს მოიცავს.

CNN-ის ცნობით, დოკუმენტში ხაზგასმით არის ნახსენები მოლდოვის NATO-ში გაწევრიანების შეფერხების აუცილებლობა და მისი მიზანი ქვეყნის დასავლეთის კურსიდან ჩამოშორებაა. 

გეგმის მიხედვით, მოლდოვა რუსული გაზის იმპორტზე დამოკიდებული უნდა გახდეს და მისი გავლენა დნესტრისპირეთის რეგიონში უნდა შემცირდეს.

დოკუმენტი სხვადასხვა მედია საშუალებამ ერთობლივი მუშაობით მოიპოვა და გამოაქვეყნა. პროცესში ჩართული იყო VSquare-ი, RISE MoldovaExpressen-ი, Dossier Center-ი და სხვა მედია საშუალებები.

როგორც CNN-ი იუწყება, დოკუმენტი სახელწოდებით - "რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული მიზნები მოლდოვის რესპუბლიკაში“ 2021 წელს არის შედგენილი და 10 წელზეა გაწერილი.

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, არსებულ დოკუმენტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს:

"ჩვენ არაფერი ვიცით ასეთი გეგმის არსებობის შესახებ. არ გამოვრიცხავ, რომ ის გაყალბებული იყოს. რუსეთი ყოველთვის იყო და რჩება ღია კეთილმეზობლური, ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობების დამყარებისთვის, მათ შორის მოლდოვასთან მიმართებაში".

ტაბულა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...