დახმარება უკრაინელებს და შემოწირულობები მედიცინას - ბერნარ არნოს ქველმოქმედება
73 წლის LVMH-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ბერნარ არნო მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია.
ის ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Louis Vuitton, Tiffany და მრავალი სხვა.
ბერნარ არნო ცნობილია ქველმოქმედებით, მას ფულის გაცემა ნამდვილად არ ენანება და მსოფლიო მედია ხშირად წერს ამის შესახებ. წარმოგიდგენთ ბერნარ არნოს ყველაზე დიდ საქველმოქმედო შემოწირულობებს:
შემოწირულობა ჩინეთის წითელი ჯვრისთვის - 2 მილიონი დოლარი
გლობალური კრიზისის ეტაპზე, ფრანგულმა ფუფუნების საგნების კონგლომერატმა LVMH-მ ჩინეთის წითელ ჯვარს COVID-19-ის დროს დაზარალებული პირების დასახმარებლად 2 მილიონი დოლარი შესწირა.
კომპანიამ ასევე გამოიყენა მათი პარფიუმერიის სამი ქარხანა უფრო მეტი ხელის სადეზინფექციო საშუალებების დასამზადებლად. კომპანიამ ასევე შესწირა ალკოჰოლის მარაგი, რომელიც მათ ობიექტებში ინახებოდა.
შემოწირულობა კვლევისთვის - 5,5 მილიონი დოლარი
მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების გამო ბერნარ არნომ გადაწყვიტა, რომ აუცილებელი იყო გაეღო შემოწირულობა კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით კვლევისთვის.
მისი გადაწყვეტილებით, საფრანგეთში, ლილის პასტერის ინსტიტუტს ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 5,5 მილიონი დოლარი გადაეცა.
დაწესებულებამ აღმოაჩინა მოლეკულა, რომელიც ითვლებოდა, რომ ეფექტური იყო ვირუსთან ბრძოლაში.
დახმარება უკრაინელებისთვის - 5,5 მილიონი დოლარი
2022 წელს რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ ომში, ბერნარ არნომ იგრძნო რომ უკრაინას დახმარება ესაჭიროებოდა და უკრაინაში, ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის 5,5 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.
შემოწირულობა კლიმატის ცვლილებისთვის- 5,5 მილიონი დოლარი
ბერნარ არნო ბიომრავალფეროვნების მხარდასაჭერად UNESCO-თან თანამშრომლობდა. LVMH და UNESCO ერთად ახორციელებენ ბევრ პროექტს, რათა კლიმატის ცვლილების გავლენა მსოფლიოში მინიმუმამდე იქნას დაყვანილი და გააუმჯობესდეს ეკოსისტემის მდგრადობა მსოფლიოში. ორი ორგანიზაცია სულ 41 პროექტს ახორციელებს.
შემოწირულობა პარიზის საავადმყოფოებისთვის - 10 მილიონ დოლარზე მეტი
წლების განმავლობაში, LVMH აფინანსებდა სხვადასხვა საავადმყოფოებს პარიზის მასშტაბით. კომპანია გააქტიურდა და დაეხმარა საფრანგეთს კოროვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა ყველა გაჭირვებული აღჭურვილი ყოფილიყო ნიღბებით.
გარდა ამისა, ბერნარ არნომ ამაზონის ტროპიკულ ტყეში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის დროს, სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის 11 მილიონი დოლარი გაიღო.
საფრანგეთში, ნოტრ-დამის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის კი 200 მილიონი დოლარი შესწირა.
ბერნარ არნომ, რომელიც 191 მილიარდ დოლარს ფლობს, საკუთარ შვილებს 399 მილიონი დოლარი სიცოცხლეშივე გადასცა. გავრცელებული ინფორმაციით, მან 399 მილიონი დოლარის ღირებულების აქციები დაურიგა თავის შვილებს.
წყარო: therichest.com
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.