Jump to content
Planeta.Ge

საერთაშორისო ექსპერტები პუტინის დაკავების შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის გარშემო


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ გამოაცხადა.

ლონდონის სამეფო კოლეჯში საერთაშორისო პოლიტიკის ლექტორი, ჯონათან ლიდერ მეინარდი პუტინისთვის ბრალდების წაყენებას მოელოდა. მან ბი-ბი-სის უთხრა, რომ 2022 წლის მარტიდან იძიებს სასამართლო შესაძლო ომის დანაშაულებს და არსებული სამხილების გამო - ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა, საბოლოო ჯამში, როგორ შეეძლო სასამართლოს არ გაეცა დაპატიმრების ორდერები“.

მეილენდმა ასევე იცის, რომ პუტინი ბრალდების გამო ძალიან არ შეწუხდება, რადგან სასამართლო „ხალხის დაკავებაში სახელმწიფოთა თანამშრომლობას მოელის და რუსეთის მთავრობა, აშკარაა, რომ არ აპირებს მასთან თანამშრომლობას“.

მაგრამ მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეიძლება იმოქმედოს პუტინის მოგზაურობაზე მსოფლიოში, რადგან ქვენებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს სასამართლოსთან შეთანხმებას, შეუძლიათ მისი დაკავებას ხელი შეუწყონ.

სისხლის სამართლის საერთაშორისო - ჰააგის სასამართლოს - 123 წევრი ჰყავს. სასამართლო განიხილავს ისეთ მძიმე დანაშაულებს, როგორიცაა ომის დანაშაული, გენოციდი, კაცობრიობის წინააღმდეგ დაასევე აგრესიას, მაგრამ არ შეუძლია შეცვალოს სახელმწიფო სასამართლოები, განუმარტავს Vox-ს კელებოგილე ზვოგბო, აშშ-ის ვირჯინიის - უილიამსბურგის იულიამის და მერის სახელმწიფო კოლეჯში სახელმწიფოს მართვის პროფესორი, რომელიც ამბობს, რომ ჰააგის სასამართლო არ განიხილავს საქმეებს დაუსწრებლად, ანუ როცა ეჭვმიტანილები არ არიან პროცესზე და რადგან ამ სასამართლოს არ აქვს დაპატიმრების ორდერის აღსრულების მექანიზმი, ანუ პოლიცია, პუტინმა შეიძლება თავიდან აიცილოს დაკავება, სანამ ის მხოლოდ რუსეთში იქნება, ან სხვა მეგობრულ ქვეყანაში და ხელისუფლებაში, ამბობს ზვოგბო.

მისი თქმით, ის „ვერ ხედავს სისხლის სამართლის პასუხისგებაში პუტინის მიცემის მექანიზმს.“ Vox-სთან ინტერვიუში ის ამბობს, რომ აშშ და მისი მოკავშირეები პუტინს ვერ დაიჭერენ. ეს იქნება კატასტროფული პრეცედენტი და შესაძლებლობას მიცემს რუსეთს და სხვა ნებისმიერ ქვეყანას, გამოიყენონ საერთაშორისო სამართალი მათი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ შურისძიების მიზნით.

იულიამის და მერის კოლეჯის პროფესორი ამბობს ამასთან, რომ ძალიან ცოტაა სახელმწიფოთა მეთაურების გასამართლების პრეცედენტები და ის იხსენებს იუგოსლავიის ადრინდელი მმართველის, სლობოდან მილოშევიჩის საქმეს, როცა ის გაასამართლა კოსოვოში ჩადენილი დანაშაულისთვის სპეციალური სასამართლომ, რომელიც გაერომ შექმნა. თუმცა არსებობს სხვა პრეცედენტებიც, როცა ჰააგის სასამართლომ და სხვა საერთაშორისო ტრიბუნალებმა ბრალდება წაუყენეს სახელმწიფო მეთაურებს - ლიბერიის და ჩადის ყოფილ პრეზიდენტებს.

არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ართულებს ვითარებას: ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც აქტიურად სურს გაასამართლონ პუტინი ჰააგაში, აშშ, თვითონ არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი. აშშ-ის მთავრობამ 1998 წელს, რომის კონფერენციაზე არ მიემხრო სასამართლოს და 2000 წელს, მაშინდელმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა ხელი მოაწერა რომის სტატუტს, მაგრამ ის კონგრესს არ დაუმტკიცებია. 2002 წელს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა აცნობა გაეროს მაშინდელ გენერალურ მდივანს, კოფი ანანს, რომ აშშ-ს არ დაამტკიცებს რომის სტატუსს და არ არის ვალდებული დაიცვას მისი დებულებები.

რომც მოახერხონ პუტინის ჰააგაში ჩაყვანა, ვერ შეძლებენ მის გასამართლებას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დანაშაულის, აგრესიის გამო, რისთვისაც ის აშკარად არის პასუხისმგებელი. ეს იმიტომ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შეუძლია განიხილოს აგრესიული აქტი, რომელიც განისაზღვრება როგორც „იმ პირის მიერ დაგეგმილი, მომზადებული, ინიციირებული ან განხორციელებული, რომელსაც აქვს პოზიცია ეფექტიანად განახორციელოს კონტროლი სახელმწიფოს პოლიტიკურ ან სამხედრო ქმედებაზე ან უხელმძღვანელოს მას, აგრესიის აქტს, რომელიც წარმოადგენს გაეროს წესდების აშკარა დარღვევას". ამას გულისხმობს რომის სტატუტი მაშინ, თუ სახელმწიფომ, რომელზეც ლაპარაკია, ხელი მოაწერა მას. არც უკრაინა და არც რუსეთი ასეთები არ არიან, განუმარტა უილიამსბურგში მოქმედი უნივერსიტეტის პროფესორმა Vox-ს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) 17 მარტს გაავრცელა ცნობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ.

კერძოდ, ჰააგის ტრიბუნალის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ:

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მეორე წინასასამართლო პალატამ უკრაინის სიტუაციის კონტექსტში გამოსცა დაპატიმრების ორდერები ორ პირზე: ბატონ ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინსა და ქალბატონ მარია ალექსეის ასულ ლვოვა-ბელოვაზე.

ბატონი ვლადიმირ ვლადიმირს ძე პუტინი, დაბადებული 1952 წლის 7 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, სავარაუდოდ პასუხისმგებელია ომის დანაშაულის ჩადენის - მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანის გამო (რომის სტატუტის მუხლები 8(2)(a)(vii) და 8(2)(b)(viii)). დანაშაულები სავარაუდოდ ჩადენილია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სულ მცირე 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ.

radio tavisupleba

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...