Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს და „შაჰედ-136“ ტიპის 10 დრონი გაანადგურეს


უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 5 მიმართულებით რუსული ძალების 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, მოწინააღმდეგემ 34 საჰაერო დარტყმა განახორციელა, მათგან 11 –„შაჰედ-136“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით.

„ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა 10 ასეთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, მაგრამ ერთმა, სამწუხაროდ, სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტს დაარტყა. საბედნიეროდ, მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლი არ არის“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა ერთი სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ცეცხლი 75-ჯერ გახსნეს.

„მტრის მთავარ მიზანს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მიღწევის მცდელობები წარმოადგენს. ამისათვის ოკუპანტები ძირითად ძალისხმევას მიმართავენ ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას, მარინკასა და შახტიორკის მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე. პროფესიონალური და კარგად კოორდინირებული მოქმედებების წყალობით ჩვენმა დამცველებმა აღნიშნულ მიმართულებებზე მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ინფორმაციით, ბახმუტის მიმართულებით, მტერი ქალაქ ბახმუტზე შტურმს არ წყვეტს.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, 6 დარტყმა მიაყენა ოკუპანტების კონცენტრაციის ტერიტორიებს, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მტრის პერსონალისა და ტექნიკის თავმოყრის ორ ტერიტორიასა და საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგების პოზიციას დაარტყეს.

 

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...