Jump to content
Planeta.Ge

არაბეთის გაერთიანებული საამიროების ვაჭრობის მინისტრი - ველოდებით, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის მიმართულებით ახალი ხანა დაიწყება - დაინტერესებული ვართ საპორტო ინფრასტრუქტურით, საბანკო სისტემით და ტექნოლოგიებით


ველოდებით, რომ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის ახალი ხანა დაიწყება - დაინტერესებული ვართ საპორტო ინფრასტრუქტურით, საბანკო სისტემით, ასევე ახალი სექტორებითა და ტექნოლოგიებით, - ამის შესახებ არაბეთის გაერთიანებული საამიროების ვაჭრობის მინისტრმა თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ბიზნესფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს საქართველოში ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული და კიდევ უფრო მეტის შესაძლებლობა არსებობს.

„ჩვენ ჩამოსული ვართ დიდი დელეგაციით, 40-ზე მეტ დელეგატთან ერთად კერძო სექტორიდან. იმედი გვაქვს, რომ დავასრულებთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობას. ვამაყობთ იმით, რასაც უკვე მივაღწიეთ, ახლა კი, ველოდებით, რომ დაიწყება ახალი ხანა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის. გასულ წელს 100%-ზე მეტი ზრდა იყო, სავაჭრო ბრუნვამ კი 460 მილიონ დოლარს მიაღწია. ამასთანავე, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს საქართველოში განხორციელებული აქვს ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია და არსებობს უფრო მეტის შესაძლებლობა ინფრასტრუქტურის, სტუმარმასპინძლობის და სასტუმროების მიმართულებით, რითაც ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი კომპანია არის დაინტერესებული. ასევე არსებობს ინტერესი სასურსათო უსაფრთხოებისა და საკვების წარმოების სფეროებში ინვესტიციების მიმართულებით. სურსათის წარმოების მიმართულებით ჩვენი კომპანიები, რომლებიც დღეს აქ არიან წარმოდგენილი, არიან დაინტერესებული საკუთარი ბიზნესების გაფართოებით.

ჩვენ ამასთანავე დაინტერესებული ვართ საპორტო ინფრასტრუქტურით, საბანკო სისტემით, ასევე ახალი სექტორებითა და ტექნოლოგიებით, რომელთა შესახებაც ბიზნეს საბჭოს ფორმატში ვისაუბრებთ და უფრო კონკრეტულ პროექტებს განვიხილავთ ორ ქვეყანას შორის. ჩვენ გვსურს ვიხილოთ ამ პარტნიორობის დაახლოება და მისი შემდეგ საფეხურზე გადასვლა“, - განაცხადა თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ, რომლის კომენტარსაც BPN ავრცელებს.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...