Jump to content
Planeta.Ge

მოლდოვის პარლამენტმა სახელმწიფო ენას რუმინული უწოდა


მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი სახელმწიფო ენისთვის სახელის „მოლდოვურიდან“ „რუმინულად“ გადარქმევის შესახებ.

დოკუმენტის მიღებას მხარი დაუჭირეს პრეზიდენტ მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ დეპუტატებმა. მმართველ ძალას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს. ოპოზიციონერი კომუნისტები და სოციალისტები ეწინააღმდეგებოდნენ ამ ცვლილებას და მოუწოდებდნენ უმრავლესობას, რომ კანონპროექტი არ დამდგარიყო კენჭისყრაზე, რაც ჩავარდა.

სესიის დარბაზში საპრეზიდენტო პარტიის ოპონენტებმა გამოფინეს ბანერები წარწერით: "მოლდოვის კონსტიტუცია: მოლდოვა, მოლდოველი, მოლდოველები".

„მოქმედების და სოლიდარობის " დეპუტაციამ სახელმწიფო ენის სახელწოდების შეცვლის შესახებ კანონპროექტი პარლამენტს თებერვლის ბოლოს წარუდგინა. დეპუტატები ამ ნაბიჯს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის გადაწყვეტილების რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით ხსნიდნენ.

10 წლის წინ მოლდოვეთის რესპუბლიკამ რუმინული ენა აღიარა სახელმწიფო ენად. საკონსტიტუციო სასამართლომ 2013 წლის დეკემბერში დაადგინა, რომ მოლდოვური ენა, როგორც ოფიციალური ენა, რუმინულით შეიცვლება. როცა 1991 წელს მოლდოვეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რუმინული იყო სახელმწიფო ენა, მაგრამ 1994 წლის კონსტიტუციაში სახელმწიფო ენად მოლდოვური ჩაიწერა.

მოლდოვური და რუმინელი ენები ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან. 1989 წელს ქვეყნის პარლამენტმა მოლდოვური ენა სახელმწიფო ენად დამტკიცა, ხოლო მანამდე არსებული კირილიცა ლათინური დამწერლობით შეცვალა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...