Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - ვენეციის კომისიაში დე-ოლიგარქიზაციისა და მართლმსაჯულების შესახებ კანონის პროექტების გაგზავნა, ეს არის კიდევ ერთი პოლიტიკური თაღლითობა, თითქოს ხელისუფლებას აინტერესებს ვენეციის კომისიის მოსაზრებები და რეკომენდაციები


ამ ხელისუფლების ნაბიჯები, მათ შორის ვენეციის კომისიაში დე-ოლიგარქიზაციისა და მართლმსაჯულების შესახებ კანონის პროექტების გაგზავნა, ეს არის კიდევ ერთი პოლიტიკური თაღლითობა, რომლითაც ხელისუფლება ქმნის აღქმას, რონ თითქოს აინტერესებთ ვენეციის კომისიის მოსაზრებები და რეკომენდაციები, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს.


მისი თქმით, ქვეყანას ისეთი მიდგომა სჭირდება, რომელიც ყველა ოლიგარქს თუ არაფორმალურ მმართველს -  იქნება ეს ივანიშვილი თუ კეზერაშვილი,  დააკარგვინებს ამ ძალაუფლებას
 
"ამას მკაფიოდ წარმოაჩენს შემდეგი ფოტო კოლაჟი:
1- პირველ ფოტოზე წარმოდგენილია ვენეციის კომისიის დასკვნის 71. აბზაცი - "[...] "პერსონალური მიდგომის" მქონე კანონის მიღება, რომელიც ბუნდოვანი კრიტერიუმებით ახდენს პირების სტიგმატიზებას, ვერ მიაღწევს მთავარ მიზანს, დე-ოლიგარქიზაციას და შექმნის სერიოზულ რისკებს, რომ შერჩევითად იქნება კანონი გამოყენებული, მათ შორის ❗პოლიტიკური განცხადებების ფონზე - ოპოზიციის წინააღმდეგ"
2- ამ შეფასების შემდეგ, ქ-ნი წულუკიანი, კვლავ აკეთებს მსგავს განცხადებას, რითაც ამბობს რომ არანაირი რეკომენდაციას არ გაითვალისწინებს ხელისუფლება.
!! რა მოტივით გააგზავნეს მაშინ ეს კანონის პროექტი? მხოლოდ პოლიტიკური თაღლითობის მოტივით, სხვა ახსნა არ არსებობს.
!! ქვეყანას ჭირდება ისეთი მიდგომა "სისტემური", რომელიც ყველა ოლიგარქს თუ არაფორმალურ მმართველს იქნება ეს ივანიშვილი თუ კეზერაშვილი - დააკარგვინებს ამ ძალაუფლებას. ეს მიდგომაა, რეკომენდაციების შესრულება სრულად - და არა მორიგი თაღლითობით!", - წერს ბექა ლილუაშვილი. 

336524399_768942717720635_8890252639960097399_n.jpg

336803876_582630913822681_8321480729472233963_n.jpg

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...