Jump to content
Planeta.Ge

დარწმუნებული ვარ, მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც აღკვეთს ადამიანების ხარჯზე ბიზნესის ამწყობი ბანკირების პოლიტიკაში ჩართვას - წულუკიანი დეოლიგარქიზაციაზე


დარწმუნებული ვარ, დეოლიგარქიზაციის ისეთ საკანონმდებლო ბაზას მივიღებთ, რომელიც აღკვეთს კეზერაშვილის პოლიტიკაში მონაწილეობას, ადამიანების ხარჯზე ბიზნესის ამწყობი ბანკირების პოლიტიკაში ჩართვასა და მათ სპეკულაციებს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„ამჯერადაც დიდ ვნებათაღელვას იწვევს საერთაშორისო ორგანოებისა და ვენეციის კომისიის დასკვნები, სადაც იუსტიციის მინისტრობისას თავადაც არაერთხელ წარმიდგენია დიდი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი რეფორმის პროექტი კომენტარებისა და რეკომენდაციებისთვის. არადა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო სამუშაო ინსტრუმენტი როგორც საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე მთავრობისთვის.

დასკვნაში ვხედავთ რეკომენდაციებს, რჩევებს, რომელთაგან, დარწმუნებული ვარ, არაერთი გათვალისწინებას დაექვემდებარება და დეოლიგარქიზაციის ისეთ საკანონმდებლო ბაზას მივიღებთ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ აღკვეთს ისეთ ვითარებებს, რომელიც გულისხმობს ქართული ჯარის მძარცველი ოლიგარქი კეზერაშვილის პოლიტიკაში მონაწილეობას, რიგითი სოციალური პრობლემების მქონე ადამიანების ხარჯზე საკუთარი ბიზნესის ამწყობი ბანკირების პოლიტიკაში ჩართვასა და მათ სპეკულაციებს. აგვაცილებს პოლიტიკის ფარად აფარებას და ამგვარ ვითარებებს სახელმწიფოებრივ პროცესში. ამიტომ მივესალმები ყველა ინიციატივას, რომელიც საქართველოს დეოლიგარქიზაციის ეფექტურ კანონმდებლობას მიაღებინებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...