გერმანიამ უკრაინას მორიგი სამხედრო დახმარება გადასცა
გერმანიამ უკრაინის არმიას გადასცა სამხედრო დახმარების მორიგი პარტია, რომელიც მოიცავს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას და საავტომობილო ტექნიკას.
ქვეყნის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პაკეტში, კერძოდ, შედის 5 ათასი ერთეული 155 მმ-იანი ჭურვი, მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალა ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა MARS II-ისთვის და ასევე 25 გენერატორს.
ასევე ცნობილია, რომ გერმანია ემზადება უკრაინას გადასცეს 5330-ი ერთეული 155 მმ-იანი ჭურვები და Iris-t SLM საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილ რაკეტებს.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 16 მარტს განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინას რაც შეიძლება მალე მიეწოდოს ახალი საბრძოლო მასალა რუსეთისათვის წინააღმდეგობის გასაწევად.
radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.