"მგონი, მართლა შემოგზავნილია, როგორ არ რცხვენია, ასეთ ტყუილებს რომ იძახის" - დოლიძე მერაბიშვილზე
ენმ-ს წევრი ბაჩო დოლიძე ვანო მერაბიშვილის სკანდალური ინტერვიუთი აღშფოთებულია და ყოფილ მინისტრს ტყუილშა ადანაშაულებს.
დოლიძე ამბობს, რომ მერაბიშვილს უნდა შერცხვეს, რადგან მისი საქციელები არაფერში აღარ ჯდება.
დოლიძე პირდაპირ ამბობს, რომ მერაბიშვილს დესტრუქციის მეტი არაფერი არ მოაქვს საერთო საქმეში.
მემგონი, მართლა შემოგზავნილია, ისეთ განცხადებებს აკეთებს. გუშინ რაც თქვა, თურმე პარტია ხმას არ იღებდა უკრაინასთან დაკავშირებით, არაფერში აღარ ჯდება. როგორ არ რცხვენია ასეთ ტყუილებს რომ იძახის. ახალ მენეჯმენტს მივმართავ, თვითონ ისაუბრონ, მე კაი მხარე ვარ და რაღაც სუბიექტური დამოკიდებულება ააქვს მერაბიშვილთან დაკავშირებით. იმდენად დამაზაინებელია და ზოგადად, მას იმდენად ცუდი როლი აქვს ამ პროცესებში, მე ამას მივხდი. ყველაზე მეტად გამოჩნდა, რომ ამ ადამიანს დესტრუქციის მეტი არაფერი არ მოაქვს საერთო საქმეში.
ვანო მერაბიშვილმა პოლიტიკური აღსარება უკრაინულ მედიას ჩააბარა. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ფაქტობრივად აღიარა, რომ ნიკა მელიას განეიტრალების სპეცოპერაციას სათავეში თავად ედგა.
ბევრი ისაუბრა ენმ-ს შიდა პარტიიულ საკითხებზე, ნაცმოძრაობის ძველ და ჯერ კიდებ მოქმედ ლიდერებს აქტიურობა დაუწუნა, ახლებს კი პატრიოტები უწოდა.
ტვპირველი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.