Jump to content
Planeta.Ge

"რაც აწყობს, იმას წერს" - ლევან მურუსიძე ვენეციის კომისიის წინააღმდეგ


ლევან მურუსიძე ვენეციის კომისიას პოლიტიკურად ანგაჟირებული დასკვნების მოზმადებაში ადანაშაულებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე, ფაქტობრივად,  ამბობს, რომ კომისიის დასკვნა მისთვის არაფერს ნიშნავს.

მურუსიძე "პირველებთან" ამტკიცებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და კლანი არ არსებობს. 

მოსამართლეთა კონფერენცია ფარული კენჭისყრით ირჩევს იმ წევრებს,  რომელიც მისთვის არის მისაღები. ამაზე დემოკრატიული რა უნდა იყოს? ხან ერთ რაღაცას იტყვის ვენეციის კომისია, ხან მეორე რაღაცას. ერთხელ რაღაცა წერილი გავუგზავნეთ და ვუთხარით, რომ „თქვენ ხომ ასე გვითხარით?“ „მაშინ ეგრე გითხარით, მაგრამ ახლა ასე გვაწყობს და ასე გეუბნებითო“. ყოველ წელიწადს როგორც აწყობთ სიტუაცია იმის მიხედვით, ახლა რავიცი... დაწერა ვენეციის კომისიამ, დაწერა. ვენეციის კომისია იმას ხომ არ დაწერს, რომ ვთქვათ, ლევან მურუსიძეს ან რომელიმე სხვა პიროვნებას აეკრძალოს იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრიო? მე მაგალითად მიმაჩნია, რომ აშშ-ს გავლენა არსებობს მთელ მსოფლიოზე, მაგრამ ხომ უნდა ვნახოთ ის გავლენა დადებითია თუ უარყოფითი. ხომ არ ნიშნავს, რომ გავლენა თავისთავად ცუდია? ერთ დღეს ერთს იტყვის, მეორე დღეს მეორე იტყვის, ემსამე დღეს მესამეს იტყვის. ერთადერთი უცვლელი რაც რჩება ვენეციის კომისიაში ბუკიკიო არის სულ, - თქვა მურუსიძემ. 

 

 ვენეციის კომისია შეშფოთებას გამოთქვამს, რომ "ქართული ოცნების" მიერ გაგზავნილ კანონპროექტში სასამართლო პროცესების წინმსწრები გარანტიები არ არსებობს.  

ვენეციის კომისიის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ ე.წ. რეფორმით ხელისუფლებამ სისტემაში კლანის ძალაუფლება არათუ შეამცირა, არამედ გაზარდა, ეს კი ევროკომიიის მოთხოვნებთან შეუსაბამოა.

ტვპირველი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...