ბექა ლილუაშვილი შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე - სინამდვილეში, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს ქულა 3.1 პუნქტით შემცირდა, რაც მნიშვნელოვანი ვარდნაა
პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება (შალვა პაპუაშვილი - ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ინდექსში საქართველო 35-ე ადგილზეა, რითიც უსწრებს ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას) და წერს: "აი ესე აწვდის ოცნება მოქალაქეებს ინფორმაციას! ამბობენ მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც მათ აწყობს - იმ აქცენტებით, რომელიც რეალურად უმნიშვნელოა."
მისი თქმით, სინამდვილეში, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს ქულა 3.1 პუნქტით შემცირდა, რაც მნიშვნელოვანი ვარდნაა.
მისი თქმით, სინამდვილეში, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს ქულა 3.1 პუნქტით შემცირდა, რაც მნიშვნელოვანი ვარდნაა.
"შეგახსენებთ, ოცნების ამავე წარმომადგენლის მიერ, საზოგადოებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, მაგალითად ვენეციის კომისიის მათი წარმოდგენით "პოზიტიური" დასკვნის შესახებ....
- რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს - სინამდვილეში:
- ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს ქულა 3.1 პუნქტით შემცირდა, რაც მნიშვნელოვანი ვარდნაა - გაუარესებაა.
- ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს ქულა 3.1 პუნქტით შემცირდა, რაც მნიშვნელოვანი ვარდნაა - გაუარესებაა.
- საქართველომ მეტწილად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფიდან ზომიერად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში ჩამოინაცვლა. ბოლო 2 წელიწადში კი საქართველოს ქულა 8.5-ით შემცირდა.
- საქართველოს ქულები შეფასების 12 კრიტერიუმიდან 8-ში შემცირდა, 2 ში კი გაიზარდა.
- მდგომარეობა ბოლო 2 წლის მანძილზე გაუარესდა - მათ შორის, კორუფციის, საკუთრების უფლების და სასამართლოს ეფექტიანობის მიხედვით.
- ამჟამად საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა – 43 ფისკალურ სტაბილურობაში აქვს. შემდეგ მოდის საკუთრების უფლება 54.3 ქულით და სასამართლოს ეფექტიანობა 55.5 ქულით.
- ყველაზე მაღალი ქულა – 89.1 საქართველოს საგადასახადო ტვირთის სიმსუბუქეში აქვს - ისიც ამდენი ხნის მანძილზე იმიტომ, რომ ორგანული კანონით არის გარანტირებული დაბალი გადასახადები და ოცნებამ ამას ვერაფერი მოუხერხა!
ახლა მთავარი - საქართველო ამ რეიტინგში 35-ე ადგილზე ქვემოთ ბოლოს 2004 წელს იყო.", - წერს ბექა ლილუაშვილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.