Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - ჩვენი პარტიის მთავარი სათქმელი იყო, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, მიუხედავად იმისა, როგორი ხელისუფლება გვყავს


ჩვენი პარტიის მთავარი სათქმელი იყო, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, მიუხედავად იმისა თუ როგორი ხელისუფლება გვყავს,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზრიშვილმა საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ კანდიდატის სტატუსს იმსახურებენ.

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან კარგად აცნობიერებენ, რა არის სიმართლე და რა ტყუილი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ შეხვედრას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელიც ესწრებოდა. იქ იყო ისეთი შეფასებები, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა.

ჩვენი პარტიის მთავარი სათქმელი იყო, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, მიუხედავად იმისა თუ როგორი ხელისუფლება გვყავს. მე პირდაპირ გავაჟღერე მესიჯი, რომ ჩვენ დღეს ანტიდასავლური ხელისუფლება და პროევროპული ხალხი გვყავს. ხალმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

„ოცნების“ მხრიდან ისეთი შეფასებები გაკეთდა, რაც ყოველთვის კეთდება, რომ ყველაფერი კარგად არის, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. პარტნიორები შესანიშნავად არჩევენ ერთმანეთისგან ტყუილს და სიმართლეს“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...