ნათია მეზვრიშვილი - ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ხალხი იბრძვის ევროპული მომავლისთვის
დასრულდა შეხვედრა ევროკავშირის დელეგაციასთან. ჩვენი მთავარი სათქმელი იყო: საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.
მისი თქმით, ამას ქართველი ხალხი იმსახურებს.
"ჩვენ გვყავს პრო-ევროპელი ხალხი და ანტი-დასავლური ხელისუფლება. ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ხალხი იბრძვის ევროპული მომავლისთვის.

ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ნებისმიერ ფასად სტატუსის მისაღებად. ქვეყანაში უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს არის ერთადერთი გზა, საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიული, ევროპული და ევრო-ატლანტიკური განვითარების გზას. ხელისუფლებაზე წნეხი უნდა შენარჩუნდეს ყველა მხრიდან.", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.