შალვა კერესელიძე - ძალიან მძიმე მოსასმენია ევროპარლამენტარების შეფასებები ,,ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, რომელიც პირდაპირ რუსული გავლენის ქვეშ მოქმედ ძალადაა მოხსენიებული
ძალიან მძიმე მოსასმენია ევროპარლამენტარების შეფასებები ,,ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, რომელიც პირდაპირ რუსული გავლენის ქვეშ მოქმედ ძალადაა მოხსენიებული, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი შალვა კერესელიძე წერს.
როგორც კერესელიძე აღნიშნავს, ბოლო ორი წლის მანძილზე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ,,ოცნების“ მიერ გატარებულმა პოლიტიკამ, მიზანმიმართულად დააზიანა ევროინტეგრაციის პროცესი.
"მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროსტრუქტურებში კარგად ხედავენ ქართველი ხალხის სურვილს და საერთო მიზანს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების მიმართ.
"მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროსტრუქტურებში კარგად ხედავენ ქართველი ხალხის სურვილს და საერთო მიზანს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების მიმართ.
მძლავრმა, საზოგადოებრივმა, მშვიდობიანმა და მკაფიო პროტესტმა არ მისცა საშუალება ,,ოცნების“ მოამაგეებს საბოტაჟი მოეწყოთ ევროიტნეგრაციის პროცესისთვის.
ხელისუფლებამ უკან დახევის ნაცვლად დაიწყო მიზანმიმართული მადესკრედიტებელი კამპანია და ბულინგი ახალგაზრდების მიმართ, რაც პირდაპირ მიგვანიშნების რომ ქვეყნის დამაზიანებელი ინტერესების გატარებას აქტიურად განაგრძობენ.
რაც მთავარია, ხელისუფლება და ივანიშვილი მიხვდნენ, ავტორიტარული რეჟიმის დასამყარებელი რესურსი არ გააჩნიათ.
ეს ყველაფერი თქვენი დასასრულის დასაწყისია ბატონებო!", - წერს შალვა კერესელიძე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.