Jump to content
Planeta.Ge

“ვენეციის კომისიის უარყოფით დასკვნაში საუბარია იმ საქმეზე, რომელზეც ვიცავ 5 მოქმედ მოსამართლეს” – ალაფიშვილი


ადვოკატი, ლევან ალაფიშვილი:
 
“-  ვენეციის კომისიის უარყოფით დასკვნაში (საერთო სასამართლიების ორგანული კანონის თაობაზე) საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაში არსებულ იმ საქმეზე, რომელზეც ვიცავ 5 მოქმედ მოსამართლეს.
- ვენეციის კომისიას ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2023 წლის 22 თებერვალს აცნობეს რომ სასამართლო რეფორმის საკანონმდებლო ცვლილებებს არ იღებენ რადგან საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს 5 მოქმედი მოსამართლის სარჩელს და არ მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლა, ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობაზე (დასკვნის მე-3 და მე-13 პუნქტები).
- საქართველოს პარლამენტს აქვს უფლება ნებისმიერ დროს (!) მიიღოს ან შეცვალოს კანონი, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულიც !!!
- ვენეციის კომისიამ ხელისუფლების განმარტებას მკვეთრად ნეგატიურად უპასუხა: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინის აუცილებლობის არგუმენტი მოხმობილია, როგორც მიზეზი, რომ არ იქნეს მიღებული ცვლილებები, რომლებიც დააკმაყოფილებდა ვენეციას კომისიის რეკომენდაციებს (დასკვნის 54-ე პუნქტი).
- კონსტიტუციის 78-ე მუხლით დაკისრებული, ევროინტეგრაციის ხელშეწყობის ვალდებულება აკისრია საკონსტიტუციო სასამართლოსაც, რომელსაც შეუძლია საქმის დაჩქარებული განხილვა.
- მიმდინარე წლის 11 თებერვალს მივმართე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს 5 მოსამართლის სარჩელის საქმის მნიშვნელობისა და ოპერატიული განხილვის თაობაზე (წერილი აქ, კომენტარებშია), უშედეგოდ.
- საკონსტიტუციო სასამართლო პანდემიასთან დაკავშირებულ ჩემ ერთ საქმეზე თითქმის 3 წელია არ აცხადებს გადაწყვეტილებას, ამასობაში პანდემია დასრულდა. “ოპერატიულობის” მაგალითად გამოსადეგია.
- ხელისუფლებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მეცადინეობით სასამართლო რეფორმაზე უარი და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფა კონსტიტუციის 78-ე მუხლით დაკისრებული ევროასოცირების ხელშეწყობის ვალდებულების დარღვევის დასტურია #წერტილი

 


ალია

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...