Jump to content
Planeta.Ge

დეპუტატებს ანტისემიტური და კონსპირაციული წიგნი დაურიგდათ


საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს დაურიგდათ ანტიამერიკული კონსპირაციების და ანტისემიტური შინაარსის მქონე წიგნი – „ლუციფერის მხილება“. ამის შესახებ ინფრომაცია პარტია „ლელოს“ წევრებმა გაავრცელეს. პარლამენტში კი განაცხადეს, რომ პარლამენტარებს წიგნი ავტორმა გაუგზავნა.

წიგნი 2022 წელსაა გამოშვებული და ამერიკის შეერთებული შტატები შედრებულია ლუციფერთან. წიგნი ასევე გაჯერებულია ანტისემიტური შინაარსით,  არასამთავრობო ორგანიზაციები ამ კონსპირაციის ნაწილად არიან მოხსენიებულები და ა.შ.

პარლამენტში აცხადებენ, რომ წიგნების დარიგებასთან კავშირი არ აქვს საკანონმდებლო ორგანოს აპარატს. პარლამენტში ირწმუნებიან, რომ წიგნები მისმა ავტორმა  ფოსტით გაუგზავნა როგორც ოპოზიციის, ისე უმრავლესობის დეპუტატებს. კანცელარიამ კი მიღებული ამანათი ადრესატებს დაურიგა.

„სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტის აპარატი პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნებს არიგებს. განვმარტავთ, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის ფუნქციას არ წარმოადგენს, საკუთარი ინიციატივით, პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნების ან სხვა საჩუქრების დარიგება.

პარლამენტის აპარატის კანცელარიის მიერ ადრესატებამდე დაიგზავნა მოქალაქე ალექსანდრე ქოჩიაშვილის (ალქოჩარი) მიერ გამოგზავნილი, მისივე ავტორობით გამოცემული პუბლიკაცია. ადრესატებში განსაზღვრული იყო საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ფრაქციების, ასევე, პოლიტიკური ჯგუფების წევრები.

საქართველოს პარლამენტის აპარატის კანცელარია არ ახორციელებს კორესპონდენციების გადარჩევას, არ ახდენს ადრესატების ფილტრაციას და ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას“, – აცხადებს პარლამენტის აპარატი.



 

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...