ფოტიგა: ქედს ვიხრი საქართველოს მოსახლეობის სიმამაცის წინაშე
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს. ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნიშნავს პოლიტიკურ ძვრას და საქართველოს მოსახლეობა ამას ძალიან კარგად აღიქმამს.
„უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნიშნავს პოლიტიკურ ძვრას, ჩვენს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში. საქართველოს მოსახლეობა ამას ძალიან კარგად აღიქმამს, ეს არის გადამწყვეტი მომენტი ყველასთვის და ამიტომ, მე მინდა ქედი მოვიხარო ქართველების სიმამაცისთვის, რომლებიც წინ აღუდგნენ რუსულ კანონს. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის გამოკეტვა ციხეში, როგორც პუტინის მძველისა, ზიანს აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს. იმედია, საქართველოს მთავრობა ამას აცნობიერებს და ვფიქრობთ, რომ ქართველი ხალხის პროტესტი [7-9 მარტს] იყო ამის კარგი გამოხატულება”
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.