“არ იყო ლამაზი სურათი, მაგრამ ეს იზოლირებული ინციდენტია“ — ზიბერტი EU-ს დროშის დაწვაზე
“არ იყო ლამაზი სურათი, მაგრამ ეს იზოლირებული ინციდენტია”, — ასე შეაფასა თბილისში ევროკავშირის რეგიონულ ამბასადორიალზე ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველი დირექტორმა მიხაილ ზიბერტმა ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფის, “ალტ-ინფოს” მიერ პარლამენტის შენობასთან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და დაწვა.
“მე პირადად მინახავს ბევრი ვიდეო ბოლო კვირის და 10 დღის განმავლობაში, სადაც ევროპის დროშა ფრიალებს ძალიან გაბედულ მომენტებში. ვნახე, როგორ ფრიალებს ევროკავშირის დროშა წყლის ჭავლის წინააღმდეგ — ეს არის სურათი, რომელიც ჩემს გონებაში რჩება”, — განაცხადა ზიბერტმა.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.