სასიამოვნოა თბილისში EU-ს ამდენი დროშის ნახვა – ევროკომისიის წარმომადგენელი
დღეს, 14 მარტს, პრორუსული „ალტ-ინფოს“ ძალადობრივმა ჯგუფებმა თბილისში პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, ფეხით გათელეს და დაწვეს.
ამ ინციდენტამდე, დაახლოებით, 1 საათით ადრე კი, თბილისში ვიზიტით მყოფი ევროკომისიის წარმომადგენელი სწორედ თბილისში გამოფენილ ევროკავშირის დროშებზე წერდა.
საუბარია ლორენს მერედიტზე, რომელიც ევროკომისიის დირექტორია აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობასა და ინსტიტუციური მშენებლობის საკითხებში.
„ყოველთვის სასიამოვნოა თბილისში ევროკავშირის ამდენი დროშის ნახვა“, – დაწერა ევროკავშირის დროშის დაწვამდე ევროკომისიის წარმომადგენელმა ტვიტერზე.
დღეს, 14 მარტს პრორუსული „ალტ-ინფოს“ ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, ფეხით გათელეს და დაწვეს. ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც, თუმცა, მიუხედავად ამისა, პრორუსულმა ჯგუფებმა ევროკავშირის დროშის დაწვა მაინც შეძლეს.
პრორუსული „ალტ-ინფოს“ ძალადობრივი ჯგუფის მიერ პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და დაწვაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
უწყების განცხადებით, სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.