Jump to content
Planeta.Ge

პეტრას აუსტრევიჩუსი - როგორც ჩანს, საუბარი თბილისზე აღარ მოქმედებს, ამიტომ საჭიროა ქმედებები, მეტი ზეწოლა საქართველოს მთავრობის ინდივიდუალურ წევრებსა და ივანიშვილზე


ერთი თვის წინ ევროპარლამენტში მივიღეთ რეზოლუცია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოვითხოვეთ. ძალიან მკაფიოდ იყო ნათქვამი, ამიტომ ახლა ეს სხვა ევროპული ინსტიტუტების გასაკეთებელია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა კითხვის საპასუხოდ  განაცხადა.

კერძოდ, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, მრგვალი მაგიდის ფორმატში პეტრას აუსტრევიჩუსს კითხვა დაუსვეს, მზად არის თუ არა ევროკავშირი, სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს.

„ეს კითხვა შესაძლოა, დავუსვათ ევროკომისიის პრეზიდენტს. არის ის მზად, წინ წაიწიოს ამ საკითხზე? რადგან, სავარაუდოდ, ჩვენ მივედით იმ წერტილთან, როდესაც მკაფიოდ უნდა ვთქვათ, მზად ვართ თუ არა ამისთვის. როგორც ჩანს, საუბარი თბილისზე აღარ მოქმედებს, ამიტომ საჭიროა ქმედებები, მეტი ზეწოლა საქართველოს მთავრობის ინდივიდუალურ წევრებსა და ივანიშვილზე, რომელიც მთავარი ფიგურაა“, – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.

ამასთან, საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პოლონელმა ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ, რომელმაც აღნიშნა:

„გავიხსენებდი მოლდოვის მაგალითს, როდესაც ევროპარლამენტიდან უზარმაზარი ზეწოლა განხორციელდა და საბოლოოდ გვქონდა შედეგი – ოლიგარქი პლახოტნიუკი, რომელიც მოლდოვის შიდა სიტუაციაზე ძალიან ცუდად მოქმედებდა, პოლიტიკური სცენიდან ჩამოაშორეს. დარწმუნებული ვარ, იგივე უნდა მოხდეს ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, რომელიც ახლა დაკავშირებულია საქართველოს პრორუსულ ორიენტაციასთან“, – აღნიშნა ანა ფოტიგამ.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...